მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მიერ, უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. “მთავართან” საუბარში მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ივანიშვილი ახლა სრულ პანიკაშია და მისი ბოლო გადაწყვეტილებებიც ამას ემყარება:
“კონსტანტინ კულიკი არის ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ აღიარა რომ პოროშენკო ავალებდა ჩემს წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებას. ეს მართლაც ასეა, ის იყო ყველაზე ცნობილი პროკურორი უკრაინაში. ამის გარდა, ოლიგარქებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარლამენტარის სანქცირება მოხდა და მათი თანამებრძოლების. ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის აფინანსებდა ტრამპს თავისი სიძის ჯარედ კუშნერის მეშვეობით და ლობისტური ჯგუფების მეშვეობით. ივანიშვილმა ეს იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა – მათი საქმიანობა უკავშირდება რუსეთის აგენტ ანდრეი დერკაჩს, რომელიც ცდილობდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას გაყალბებული ჩანაწერების გასაჯაროებით