“მე საზოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ისევ ამბობს, რომ საზოგადოების “ჭარბი ნდობა” აქვს. “მქონდა დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო და ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ და ამას მუდამ ვიმეორებდი, როცა მისვამდნენ კითხვებს, რომ აი თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, ანგარიშს გიწევენ იმაზე მეტს, არაფორმალურად მართავთ. მე მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და გავიხსენებ, რომ მე მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ძირითადი კოზირი და სხვა რესურსი მე არ გამაჩნია. მე არა მყავს ჯარი, პოლიცია, როგორ უნდა ვმართო არაფორმალურად? არანაირი ბერკეტი ამის არ გამაჩნია”, – განაცხადა ივანიშვილმა პირველ არხთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share