იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში ოლიგარქების ომი მიდის

“ფაქტია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელს ევროპარლამენტის მხრიდან მოწონება აქვს და ისიც ფაქტია, რომ უკრაინის შემთხვევაში, მას ამ კანონის იმპლემენტაციის ვალდებულება მისცეს. ასევე, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადიკალურ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ სუბიექტური ინტერესების გამო ოლიგარქების ომი მიდის. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის ის, რასაც ამ ვალდებულების შესრულების დროს უნდა დავეყრდნოთ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ამ კანონის მიმართ შიშია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ეს პარტია ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე დგას.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share