„საქართველოში ინფლაციის ფონზე მოსახლეობას საქონელი და მომსახურება საშუალოდ 12%-ით უძვირდება‼️“ – ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე საქართველოში ინფლაციის მონაცემებზე სოციალურ ქსელში წერს.

„სექტემბრის მონაცემებით საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11.5 % – ს შეადგინა.

რა გააძვირა ინფლაციამ და თანმხლებმა პროცესებმა :

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1% ით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 % იანი მატება.

ასევე:

პური და პურპროდუქტები 32,8%;

რძე, ყველი და კვერცხი 23,3%;

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 22,5%;

ზეთი და ცხიმი 21,2%;

ყავა, ჩაი და კაკაო 18,9%.

საქართველოში ინფლაციის ფონზე მოსახლეობას საქონელი და მომსახურება (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) გაეზარდა საშუალოდ 12% -ით უძვირდება‼️“ – წერს ოთო აბესაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share