ამ წუთებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა ჯამესთან არიან შეკრებილი.ისინი სოფელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
ადგილობრივი მუსლიმები, უარს აცხადებენ ოზურგეთში, გურიის გუბერნატორთან ჩასვლასა და შეხვედრაზე, ისინი ადგილზე ელოდებიან გუბერნატორსა და ჩოხატაურის მერს.
“კეტილი ინებონ და აქ ჩამოვიდნენ, ჩვენ არსად მივდივართ აქედან”- აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე შეკრებილია 100-მდე მუსლიმი და ელოდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.