წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი, ამინდი მკვეთრად უარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთის მიმართულების მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share