როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში – განათლების სამინისტრო

სოციალურ ქსელებში ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან იწყება. ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  განაცხადეს, რომ სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები შემდეგ დღეებში დაისვენებენ:

  • 19 იანვარი – ნათლისღება
  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი
    საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო, ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share