დღეს, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
სხდომას წინ უსწრებდა ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის კრასნოდარის მხარის დამაკავშირებელ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება.
კვირას ცნობილი გახდა, რომ აფეთქების შემდეგ ხიდი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კრასნოდარის მხარეში გადაყვანა ბორნის გამოყენებით მოხდა.
ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა გუშინ დააზუსტა, რომ ხიდის სარკინიგზო ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
კვირას, გამთენიისას რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაზე. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც