მკაფიოდ აღვწერთ ჩვენ წერილებში თუ რა – რის უკან დგას – მიხეილ ყაველაშვილი

„თავად გამობრძანდეს ქალბატონი ხიდაშელი და მან დაასახელოს ციფრები, თუ რამდენითაა დაფინანსებული ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო აშშ-სგან“ – ასე ეხმაურება ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლითაც ის მოძრაობა ,,ხალხის ძალის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, სოზარ სუბარს გამოეხმაურა, ამავე მოძრაობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

ყაველაშვილის თქმით ისინი არ აირიან აშშ-ს წინააღმდეგები, უბრალოდ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ რა თქმა უნდა კითხვები გვაქვს და არ ვემტერებით ამ სახელმწიფოს [აშშ], რაც რა თქმა უნდა, უნდათ ქალბატონ თინასთან ერთად სხვა აქტორებს, რომლებსაც სურთ წარმოაჩინონ, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, და არ გვაქვს არანაირი უფლება რომ კითხვები დავსვათ, რაც სამართლიანი კითხვებია.

 

თავად გამობრძანდეს ქალბატონი ხიდაშელი და მან დაასახელოს ციფრები, თუ რამდენითაა დაფინანსებული ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო აშშ-სგან. ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, საკმაოდ დიდი თანხაა ენჯეო სექტორზე, თავად ქალბატონი ხიდაშელი ამ სექტორს წარმოადგენდა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანასწორობის სახელით, დემოკრატიის სახელით პირდაპირი ბრძოლა მიმდინარეობდა მაგალითად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც დღემდე ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს. რა დავინახეთ 2020 წლის არჩევნებზე – პირდაპირ გამოვიდნენ სცენაზე შეგნებულად გაყალბებული არჩევნების [შედეგებით], იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. მკაფიოდ აღვწერთ ჩვენ წერილებში თუ რა – რის უკან დგას და რატომ სურს ამა თუ იმ ქვეყანას და მაგალითად აშშ-ს, რომელიც ჩვენი პარტნიორია, მსგავსი ქმედებების წახალისება“, – აცხადებს ყაველაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share