მდებარეობდა თუ არა სუფსის შესართავში მილეტის კოლონია – ქალაქი ფაზისი

მდინარე კაპარჭინა სათავეს იღებს პალიასტომის ტბის ჩრდილო/დასავლეთი ნაწილის ბოლოს (იხილეთ #1 რუკა), იგი ჯერ მიედინება ჩრდილოეთით ნახევარი ვერსტის მანძილზე, შემდეგ უხვევს დასავლეთისაკენ, შემდეგშ კი სამხრეთით მიედინება. პალიასტომსა და კაპარჭინას შორის სამასი საჟენის სიფართის წვრილი ქვიშიანი სახმელეთო ზოლია, რომელიც წყლის დონიდან უმნიშვნელო სიმღლეზეა. სამხრეთით კი მისი ზედაპირი სამი არშინით მაღლაა მდინარესთან შედარებით, ამასთანავე მდინარისაკენ ფერდობია. მარცხენა ნაპირის ციცაბო ფერდობი ჩანს მდინარე კაპარჭინას შესართავიდან. შესართავიდან ორასი საჟენის მანძილზე კაპარჭინა დაშორებულია ზღვიდან ძალიან ვიწრო ხმელეთის ზოლით, რომლის სიმაღლე ოთხიდან ორ არშნამდე მაღლაა ზღვის დონიდან, ისე რომ ძლიერი დასავლეთის ქარებისას ზღვის ტალღები ადვილად გადადიან ამ ზოლზე და ეჯახებიან მდინარის მარცხენა ნაპირს, ჩამორეცხილი ქვიშა კი ტალღებს ზღვაში გააქვს, სადაც ილექება შესართავის მარჯვენა ნაპირზე, რითაც კიდევ უფრო აგრძელებს გამყოფ ზოლს. მდინარის ამგვარი გაგრძელება ძლიან სწრაფად მიმდინარეობს: ოციოდე ნაბიჯზე მდინარიდან ჩანს ჯერ კიდევ ბალახით დაუფარავი გზა, რომელიც ადრე ზღვის სანაპიროზე გადიოდა, ახლა კი წყდება ჩამოშლილ ნაპირთან.
დიუბუა დე მონპრე, რომელსაც ეს ადგილი დაუთვალიერების 1831 წელს, ამბობს: „კაპარჭინაში ჩაედინება მალთაყვა და მათი წყლები ერთობლივად მიედინება ასი ნაბიჯის მანძლზე.“ ამჟამად კი მალთაყვის შესართავი კაპარჭინასთან ზღვის შესართავიდან დაშორებულია ერთ ვერსტზე მეტით. ამის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაპარჭინა ყოველ ას წელიწარში ორი ვერსტით იზრდება სიგრძეში, ასევე დგინდება ის, რომ 300 ან 350 წლის წინ მისი, შესართავი იყო იმ ადგილზე სადაც ამჟამად იწყება ციცაბო ნაპირი.
ქვიშიანი ნაპირი, რომელიც მდებარეობს პალიასტომსა და კაპარჭინას შორის, როგორც ქვემოთ ვნახავთ საკმაოდ დიდი სიძველისაა. იგი ადრე გრძელდებოდა ფოთის ჩრდილოეთით მეჩეჩის სახით და არსებობდა მაშინ როდესაც რიონის შესართავი ჯერ კიდევ შორს აღმოსავლეთით მდებარეობდა და პალიასტომის ჩრდილოეთით უერთდებობოდა ადრე არსებულ კოლხეთის ყურეს.
რიონის ჩამონატანმა შლამმა, რომელიც ილექებოდა დასავლეთით წარმოქმნა ტბის ჩრდილოეთი სანაპირო და მდინარე კაპარჭინას ნაპირი დაახლოებით ერთი ვერსტის მანძილზე. მდინარის ამ ნაწილის წარმოქმნა მეჩეჩის არსებობის გამო ძალიან მალე არა უმეტეს 100 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. დიუბუას მიხედვით:
– „1578 წელს თურქებისა და სპარსელების ომის დროს სულთან ამურამატ III –ის გენერალისიმუსმა მურადმა ააშენა ქალაქი ფოთი. ფოთის ციხესიმაგრის აშენებიდან ორნახევარი საუკუნის შემდეგ ზღვამ გადაწია თავისი ნაპირი სიმაგრის კედლებიდან შორს. ახლა ის მდებარეობს ორი ვერსტის დაშორებით (1858 წლის ზუსტი აზომვების შედეგების მიხედვით 850 საჟენი), რის გამოც წარმოიშვა საჭიროება აშენებულიყო ახალი ფორტი, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა ფაზისის შესართავთან.“ (იხილეთ #2 რუკა) აქედან ჩანს, რომ რიონის შესართავი იწევდა დასავლეთით წელიწადში სამი საჟენის სიჩქარით.
იმის ვარაუდი, რომ თურქებმა სიმაგრე ააშენეს პირდაპირ სანაპიროზე დადასტურებულია დიუბუას მიერ, როდესაც მან აღწერა სიმაგრის ნანგრევები, რომელიც მდებარეობდა მდინარე რიონის ნაპირზე ზღვიდან ხუთი ვერსტის დაშორებით. „ეს სიმაგრე – წერს ის – აშენებული იყო რიონისა და ზღვის სანაპიროზე, მდინარის შესასვლელისა და ნავსადგურის დაცვის მიზნით. ამავე დანიშნულებით გადატანილი იყო შემდეგში მცირე და დიდ სიმაგრეებში ქალაქ ფოთში, ეს კი მოხდა იმ დროს, როცა ფაზისმა თავისი ჩამონატანები შესართავთან ერთად გადაიტანა 5 ვერსტის მოშორებით. შავი ზღვის დონე ისევე უცვლელი დარჩა, როგორც ზღვის შესართავი. მაგრამ შესართავის გადატანას 5 ვერსტით მდინარეში წყლის დონე უნდა აეწია, რადგანაც უნდა მიეღო 5 ვერსტიანი დინებისათვის აუცილებელი დამატებითი სიმაღლე, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო 1 ან 1,5 ფუტზე ნაკლები 1 ვერსტზე. ყოველივე ხსენებულის შედეგად ფაზისის წყლებს ზღვასთან ადრე არსებული შესართავის ადგილზე დასჭირდა 6-7 ფუტის სიმაღლე. სწორედ ამიტომაც ამ სიმაგრის შიგნით არის გუბე, რომელსაც უერთდება იქვე არსებული ტალახიანი არხი. ხოლო გარშემო მას აკრავს დაბლობი და ჭაობები. ოდესღაც ეს სიმაგრე 7-8 ფუტის სიმაღლეზე იყო ფაზისის წყლის დონიდან, ახლა კი მასთან გათანაბრებულ სიმაღლეზეა.“ აქედან გამომდინარე რიონის დელტაში ყველაზე მშრალი ადგილი ზღვის სანაპირო გახლავთ და სწორედ ეს ადგილია ვარგისიანი ფორტის ასაშენებლად.
იმ ადგილზე სადაც ამაჟამად პალიასტომის ჩრდილოეთი ნაპირია კოლხიდის ყურე ძალიან ღრმა იყო, სწორედ ამის გამო მდინარის ნატანით მისი ამოვსება ნელა უნდა მომხდარიყო. ციხესიმაგრე კი დიუბუას აზრით აშენებული უნდა ყოფილიყო ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, მაგრამ მისი საძირკველი სინამდვილეში უნდა მიეკუთვნოს ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეს, დიუბუა წერდა – „ფაზისიდან 700 ნაბჯის მოშორებით წყლით დაფარულ დაბლობზე, ჩვენ ვნახეთ მშრალი ადგილი, სადაც აღმოჩნდა აგურით ნაშენი კვადრატული ციხესიმაგრის ნაშთები. მასში ადვილად ამოიცნობთ არიანეს მიერ აღწერილ და რესტავრირებულ ციხესიმაგრეს. ოთხივე კუთხეში აღმართული იყო ოთხი კვადრატული კოშკი, რომელთა წინა მხარე ორმოცი ნაბიჯის სიგრძისაა, კარები ზღვის მხარეს აქვს (უფრო სწორედ სამხრეთის მხარეს პალიასტომისაკენ). აგურები, რომლითაც იგი იყო აშენებული გალხდათ 10 – 6 დიუმის სიგრძის, 6 დიუმი სიგანისა და 1 დიუმი სიმაღლის. ციხესიმაგრის შიგნით კედლის სიგრძე არის 140 ნაბიჯი.“
როგორც ჩანს დიუბუამ ნახა მხოლოდ დასავლეთის კედელი, რომელიც ზღვის მხარეს იყო, იგი მართლაც აგურითა და ქვითაა აგებული, ისევე როგორც ამ კედლის ორივე კოშკი. დანარჩენი სამი კედელი და ორი კუთხის ბორცვი მიწაყრილსგან იყო გაკეთებული, რომლებზეც სავარაუდოდ აღმართული იყო ხის კედლები და კოშკები. ამის გამო იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არიანეს მიერ აღწერილი ციხესიმაგრე.
არიანეს პერიპლუსში ვკითხულობთ: „ფაზისში შემსვლელებისათვის ხელმარცხნივ მოსჩანს ფაზისის კოშკი… თავად ციხესიმაგრე კი რომელშიც შეიძლება განთავსდეს 400 რჩეული მეომარი, კარგად დაცული ჩანს ბუნებრივი ადგილმდებარეობის გამო და ძალიან ხელსაყრელადაა განთავსებული მასში შემსვლელთა უსაფრთხოებისათვის. ციხესიმაგრის კედელს გარს არტყია წყლით სავსე ფართე თხრილები. ეს კედლები ოდესღაც მიწაყრილისა იყვენენ და მათზე იდგა ხის კოშკები. ახლა კი კედლები და კოშკები აგურისგანაა ნაშენები. კედლებს აქვს მძლავრი საძირკველი და მათზე დგას ლოდსატყორცნები. კედლები აღჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებებით, რაც აუცილებელია ბარბაროსთა მოგერიებისათვის და ციხესიმაგრის დამცველებს ალყის საშიშროება არა აქვთ. მაგრამ ვინაიდან საჭირო იყო, რომ პორტი უსაფრთხო ყოფილიყო გემებისათვის, მე დავადგინე, რომ არასამხედრო მოსამსახურეთა და ვაჭართაგან დასახლებული მოედანი დამცავი თხრილით შემოსაზღვრათ, რის შედეგადაც მდინარემდე კედლები დაცულია ორმაგი თხრილით.“ ასე ზუსტად აღწერილი ციხესიმაგრის მიგნება ძნელი არ უნდა იყოს.
ხოსროსა და რომაელებს შორის ომის დროს, მაშინ როდესაც რომაელთა ჯარი იგდა 15 ვერსტის მოშორებით ციხესიმაგრიდან სპარსელთა მხედართმთავარი ნახორაგანი მოულოდნელად თავს დაესხა რიონის შესართავთან არსებულ ფაზისს, აგათია ასე აღწერს რომაელთა ბანაკის ადგილმდებარეობას:
„ეს ადგილი ძალზედ გამაგრებულია და ძნელად მისადგომია, გარშემორტყმულია რა მდინარის ძლიერი დინებით, რადგანაც ფაზისი და დოკონი (დღევანდელი პიჩორი). ეს ორი მდონარე ჩამოედინება კავკასიონიდან სხვადასხვა კალაპოტებით, რომლებიც ზოგ ადგილზე ძალიან შორდება ერთმანეთს, ზოგან კი ისე ძალიან ახლოს მიედინებიან, რომ მათ შორის ვიწრო ხმელეთია დარჩენილი, რითაც ისარგებლეს რომაელებმა გააკეთს ჯებირი, გათხარეს კალაპოტი და რიონის წყალი გაუშვეს დოკონში, ამგავარად შეიქმნა კუნძული, რომლის აღმოსავლეთით ეს ორი მდინარე ერთიანდება და გარსუვლის კუნძულს, რის შემდეგაც უხვევეს რკალისებურად და ერთმანეთს შორის ტოვებენ გარკვეულ დაბლობ ხმელეთს. მაგრამ შემდგომში წინ წაწევისას საბოლაოდ ერთვიან ერთმანეთს“
„თუმცა – აგრძლებს აგათია – ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ქალაქმა ფაზისმა სახელი მიიღო მდინარისაგან. მდინარე ფაზისი მისგან ახლოს მიედინება და გარს უვლის, შემდეგში კი მიემართება ექსვნის ზღვისკენ. ქალაქი კი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე მდინარის შესართავთან და დაშორებულია კუნძულისაგან ექვსი ფარასანგით დასავლეთ მხარეს.“
„ფარასანგა ჰეროდოტესა და ქსენეფონტეს მიხედვით შედგება 30 სტადიუმისაგან, ხოლო ივერიელბისა და სპარსელების მიხედვით 21 სტადიუმია“.
ახლა შევხედოთ მე-3 რუკას, რიონსა და პიჩორს შორის მდებარეობს ნადორტას არხი, მოშორებით დასავლეთით რიონიდან პალიასტომში მიედიენება მდინარე შავი ღელე, რომელიც როგორც ჩანს ადრე წარმოადგენდა რიონის ერთერთი ტოტს. ნადორტას არხიდან შავი ღელისკენ კი მიედინება ერთი ნაკადი, რომელიც თავის მხრივ არხის სამხრეთ ნაწილთან ერთად იყო პიჩორის ტოტი. ამ ორი ტოტის შეერთებამ წარმოშვა კუნძული, რომლისგანაც რიონის სანაპიროს გავლით ციხესიმაგრის ნანგრევებამდე 10-12 ვერსტია, აგათიას მიხედვით კი არაუმეტეს 15 ვერსტისა, რაც თანხვედრაშია თუ კი ერთ ფარასანგას ვიანგარიშებთ 21 სტადიუმად, ხოლო სტადიუმს 125 ნაბიჯად, ნაბიჯს კი 1,5 არშინად.
გზა უნდა ყოფილიყო გაყვანილი რიონის სანაპიროს გასწვრივ გაკეთებული ჯებრზე, რომელსაც აღწერს აგატია და უთითებს, რომ იგი აშენებული იყო რიონიდან მოვარდნილი წყლისაგან დაცვის მიზნით. ციხესიმაგრის ასაკის განსაზღვრა საბოლაოდ შესაძლებელია დადგინდეს გათხრებით, მაგრამ აგათიას აღწერა არ ტოვებს ეჭვს იმის შესახებ, რომ VI საუკუნეში ციხესიმაგრე იდგა ზღვის სანაპიროზე. თურქების მიერ აშენებული ციხესიმაგრე კი მისგან დაშორებულია სამი ვერსტით. აქედან გამომდინარე რიონის შესართავი VI საუკუნიდან XVI საუკუნემდე იწევდა დასავლეთისაკენ წელიწადში 1,5 საჟენის სიჩქარით.
დიუბუა პალიატომის სახელწოდებას ბერძნულიდან ნაწარმოებად მიიჩნევს, კერძოდ – παλαιός (პალაიოს) στόμα (სტომა) ძველი შესართავი, მაგრამ სახელწოდება შესართავი არ შეეფერება ასეთ ვრცელ წყალსატევს. ბერძნულ ლექსიკონებში აღნიშნულია, რომ სიტყვას στόμα (სტომა) ილიადაში აქვს „დიდი ყურის სანაპირო“-ს მნიშვნელობა. ტბა ამჟამად დაახლოებით 5 ვერსტის სიგრძის და 4 ვერსტის სიგანისაა, მაგრამ მისი ზედაპირი ყოველწლიურად მცირდება ნაპირებთან ტორფის წარმოშობის გამო.
ჭაობის დასავლეთ მხარეს მისი დასაწყისიდან 35 საჟენის მოშორებით ტორფის სიღმეა 0.5 მეტრი, კიდევ სამი საჟენის მოშორებით კი 0.9 მეტრი, ხოლო 50 საჟენის მოშორებით 1.5 მეტრი. სამი მეოთხედი ვერსტის მანძილზე ტორფის სიღრმე 5.7 მეტრია. მთელიანად ამ ფართობზე ტბა ფსკერამდე აქვს ამოვსებული ტორფს. მალთაყვის დინების აყოლებით გვხვდება საუკუნოვანი მუხის ხეები, რომლებიც დგანან ცისფერ თიხნარზე, რომლის პლასტის სიღრმეა ორი არშინი, მის ქვემოთ ოთხი არშინის სიღრმეზე არის ტორფი, რომლის ქვემოთაც წყალი აღმოჩნდა. უფრო ქვემოთ ფსკერამდე ჩასვლა კი ვერ მოვახერხე რადგანაც საბურღი იარაღები მხოლოდ 8 საჟენის სიღრმეზე მაძლევდა კვლევის საშუალებას. მთის ხეობებეიდან მდინარე მალთაყვას დინება აქვს მხოლოდ წვიმების პერიოდში, იგი ჭაობებს ესაღვრება სამხრეთ/დასავლეთის მხრიდან, მდინარე მთებიდან ჩამოტანილი თიხით თანმიმდევრულად ფარავს ტორფს, რის შედეგადაც ხდება მდინარის ნაპირისა და ფსკერის ფორმირება.
შეუძლებელია, რომ ნელი და დროებითი დინების მქონე მალთაყვას თავისით გაეთხარა ჭაობსა და ზღვას შორის არსებული ვიწრო ნახევარკუნძული. ამისათვის აუცილებელი იყო, რომ წყლის დონე სამ არშინზე მაღლა ყოფილიყო ჭაობის დონის ზემოთ. ერთი არშინით წყლის დონის აწევის შემთვევაში კი ტბის წყალი ზღვას შეუერთდებოდა იმ ადგილზე სადაც ამჟამად არის ქალაქი ფოთი. უფრო სარწმუნო არის ის, რომ მალთაყვის წყლის გასასვლელი ზღვაში ხელოვნურადაა გათხრილი იმ პერიოდში, როდესაც ტბის ეს ნაწილი ტორფით არ იყო დაფარული და შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო გემების გასაჩერებლად. ჩვენს დროშიაც კი იყო წინადადება პალიასტომში გაკეთებულიყო ნავსადგური.
ვიწრო ნახევარკუნძული მალთაყვის ზღვაში გასასვლელად ხელოვნურად გათხრას ადასტურების მალთაყვაში მოლის (არამგონია დასახელება ტყულილად ემთხვეოდეს ერთმანეთს, მოლი – ზღვის ტალღებისგან პორტის დასაცავი კედელი) არსებობა, რომელიც ამ დროისათვის ტორფითაა დაფარული. ქვებისაგან აგებული ეს ნაგებობა მდებარეობს 3/4 ვერსტზე ვიწრო ნახევარკუნძულიდან, რომელიც გამოყოფს ჭაობს ზღვისაგან. 8.5 არშინის სიღმიდან წლის ზედაპირამდე ჩანს ამ მოლის ნაწილი ერთი კვადრატული არშინის სიდიდისა, მაგრამ 1-2 არშინზე წყლისა და ტორფის სიღრმეში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია შეგროვებული ქვების ნახვა 30 საჟენის სიგრძეზე, რომლის სიგანე არის 5 საჟენი. ადგილობრივები მას ეძახიან ქალაქის ეკლესიას, რომელიც ქალაქთან ერთად ღმერთმა მოსახლეობის ცოდვებისათვის გამო მიწის გაპობით ამოსულ წყალში ჩაძირა.
სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილზე იცლებოდა დიდი ხომალდებით ჩამოტანილი საქონელი, რომელსაც გადაზიდავდნენ პატარა ნავებით დაბალწყლიან სანაპიროზე. მალთაყვისა და სუფსის შესართავთან სავარაუდოდ იყო სავაჭრო ქალაქი. რომელ წლებში არსებობდა ძველი ქალაქი, რომლის მოსახლეობა აშენებდა მოლებსა და არხებს ძნელი სათქმელია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 8 არშინის სიმაღლის ტორფით ამ ადგილის დაფარვითასთვის საკმარის არ არის ერც ერთი და არც ორი ათასწლეული.
შესაძლებელია სწორედ ამ ქალაქის შესახებაა პერიეგეზისიდან ანონიმის პერიპლუსში გადმოტანილი შემდეგი სიტყვები – „მდინარე ფაზის მარცხენა მხარეს არის ბერძნული ქალაქი სახელად ფაზისი, მილეტის კოლონია. სადაც როგორც ამბობენ მოდიოდნენ 60 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი, ასევე ირწმუნებიან, რომ მათ შორის არიან ბარბაროსნი ინდოეთიდან და ბაქტრიიდან“.
თითქმის ყველა ძველი დროის მწერალი ქალაქ ფაზისზე ამბობს, რომ მისი სახელწოდება გამომდინარეობდა მდინარე ფაზისის სახელიდან, რომლის ნაპირზეც ეს ქალაქი მდებარეობდა. მაგრამ პირიქით ხომ არ იყო? ხომ არ დაარქვეს ქალაქის სახელი ამ მდინარეს, რომლის შესართავში მდებარეობდა ძველი ბერძნული ზღვისპირა ქალაქი კოლხიდაში? რიონის ზღვასთან შესართავი ადგილის სწრაფი ცვალებადობის გამო ქალაქი იძულებული იყო შეეცვალა თავის მდებარეობა და იგი შესაძლოა ყოფილიყო სუფსის შესართავში.
თავსართი – „სუ“ შესაძლებელია ამჟამად გამოიყენებოდეს მდინარის დასახელების ბოლოში (რიონი პლინიუსს მოხსენებული აქვს სახელით – სუპიუს), სიტყვა პსა-თ ხშირად მოიხსენიება მდინარეები შავი ზღვისპირეთში (ტუაპსე), ზოგიერთები დასახელება ფაზისში ხედავს გამდინარე წყლის ძველ ქართულ დასახელებას – pshe ან პსა მეგრული წარმოთქმით (ფაზისი თურქულად pash, მეგრულად ფოთი – დიუბუა). ამ ადგილზე არსებული ქალაქის კვალი შემორჩენილია სუფსის შესართავთან მოთხრილი ხეების ფესვებში არსებული კრამიტისა და აგურების სახით.
ჭაობის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე „ნაციხვარის“ მთაზე არსებულ ციხესიმაგრის ნანგრევებში აღმოვაჩინე საფლავი, რომელიც უეჭველად ბერძნული გალხდათ. მალთაყვიდან ჩრდილოეთით ნახევარ ვერსტზე არის ლოდებითა და ცემენტით ნაშენი მრგვალი სვეტი, რომლის სიმაღლე 2.65 მეტრია, ხოლო დიამეტრი 2 მეტრი. სვეტის აღმოსავლეთი ნაწილი ვიღაცის მიერაა დანგრეული, საიდანაც ჩანს, რომ მასში ჩაშენებული იყო ერთი მეტრის სიმაღლის თიხის ჭურჭელი, რომელიც მის ყველაზე ფართო ნაწილში 0.7 მეტრი არის. ეს სვეტი ძალიან გავს გერმანელებისა და გალების სამსხვერპლოებს, რომელბშიც ასევე დებდნენ ჭურჭელს მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლის შესაგროვებლად.
არც სუფსაზე და არც რიონზე არ ჩანს ჩამონატანი ფენების ჰორიზონტალური რღვევა, შესაბამისად სახალხო ჰიპოთეზა მიწის გაპობით პალიასტომის შექმნის შესახებ არასწორია. ფაქტების შესწავლით შეიძლება საფუძლიანად ვივარუდოდ, რომ პალიასტომი არის ყოფილი კოლხიდის ყურის ამოვსებით შექმნილი ტბა, რომელიც გამოყოფილია ზღვისაგან წვრილი ნახევარკუნძულით, რომლიც იწყება მდინარე სუფსის შესართავიდან.
ტორფი არ შეიძლება წამოიქმნას ღია ზღვაში, ამის გამო ტორფის სიუხვე პალიასტომს ან იგივე ვიწრო ნახევარკუნძულს უნდა მივაწეროთ, რომელმაც იგი გამოყ ზღვისაგან ძალიან დიდი ხნის წინ. ამიტომაც რიონის მიერ ჩამოტანილ შლამს არ შეეძლო მონაწილება მიეღო ნახევარკუნძულის წარმოშობაში. რადგანაც იგი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ იმ ქვიშიდან, რომელიც ჩამოტანილია რიონისაგან სამხრეთით არსებული მდინარეებისაგან. ამის გარდა ჩამონატანების მოძრაობას სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს ძლიან ბევრი მოვლენა.
მდინარე ჭოროხი ზღვასთან მიახლოებისას უხვევს ჩრდილოეთით და მიედინება ზღვის ნაპირის პარალელურად ორ ვერსტზე მეტ მანძილზე. იგივე მოვლენას აქვს ადგილი სუფსის შესართავთან უფრო მცირე მასშტაბებში. იგი მიედინება ზღვის სანაპიროს პარალელურად ჩრდილოეთით დაახლოებით ნახევარი ვერსტის მანძილზე. მდინარის შესართავის ჩრდილოეთით გადახრა მიუთითებს ჩამონატანების მოძრაობას იგივე მიმართულებით.
სუფსი მიერ ჩამოტანილი ქვიშას ტიტანური რკინის მნიშვნელოვანი შემადგენლობა აქვს, ეს მინერალი კი გამოირჩევა შავი მოცისფერო ბრჭვიალა ფერით და აქვს კუთრი წონა (4.66-521), რის გამოც ადვილად ირიყება ზღვის ტალღების მიერ, ამიტომაც ამ მინერალის მცირე შემცველობაც კი ქვიშაში ადვილი შესამჩნევია. შავი ზოლები და ტიტანური რკინის ლაქები ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდება მდინარე სეფის ჩრდილოეთით ქალაქ ფოთამდე, განსაკუთრებით კაპარჭინას ნაპირზე, ხოლო სეფის სამხრეთით მისი რაოდენობა არც ისე დიდია.
სუფსის მიერ ჩამოტანილი ქვიშა მომწვანო რუხი ფერისაა და მკვეთრად განსხვავდება რიონის შავი ქვიშისაგან. როგორც მომწვანო ისე შავი ფერის ქვიშა ჰაერის ზემოქმედებისას ღებულობს მუქ ფერს რკინიდან ოქსიდში გადასვლისას. რის გამოც ძნელია პალიასტომის ზღვისაგან გამყოფ ვიწრო ნახევარკუნძულზე არსებული ქვიშის გარჩევა რიონის ქვიშისაგან. მაგრამ ნახევარკუნძულზე ბურღვისას აღმოჩნდა, რომ ზღვის დონის სიღრმეზე ქვიშას აქვს მომწვანო რუხი ფერი.
.
Н. Шафранов – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа1881 г. (თარგმნილია რუსულიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share