დღეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ნუგზარ სულაშვილი წერს:
”ჩვენ ახლა ბევრს ვიტირებთ…
ასე ვიქცევით ბარბარეს ბარბაროსული მკვლელობის მერე…
ასე გამოვიტირეთ შენამდე “ბიჭი მომავლიდან”; “ბიჭი მწვანე სკოლიდან”; “ჩანჩქერში დამხრჩვალი ფერია”; “ტყეში მოკლული ცისფერთვალება გოგონა”;
და კიდევ რამდენი (???)
ჩვენ მხოლოდ ტირილი და გულის შემძვრელი ნეკროლოგების წერა შეგვიძლია…
აი, რომელიმე თქვენგანი, სულ ცოტა მოკრიმინალო წარსულის, რომ ყოფილიყავით, მთელი ერი ავჯანყდებოდით და ქვას ქვაზე არ დავტოვებდით. ძეგლებსაც გაგიხსნიდით…
მშვიდობით ჩემო პატარა…
ჩემი ქვეყანა თქვენისთანა ანგელოზებს ვერ გუობს…
ამიტომაც მიდიხართ და მიდიხართ…
ან განა, რა დაგრჩენიათ ჩვენისთანა საზიზღარი ხალხის გვერდით?” წერს სულაშვილი.