გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის აზრით, რუსეთისგან გაზის მიღება თავის დროზე “ძალიან რაციონალური იყო”. ამის შესახებ მან ლისაბონში განაცხადა.
“თქვენ ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით”,- აღნიშნა მერკელმა და დაამატა, რომ იგი თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს.
მისი თქმით, გერმანიას სჭირდებოდა ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, ვინაიდან, ის შორდებოდა ბურთვულ და ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის წარმოებას და გაზი საჭირო იყო ამ გარდამავალ პერიოდში.
“იმ დროის პერსპექტივით, მილსადენებით გაზის მიღება ძალიან რაციონალური და გასაგები იყო, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან”, – თქვა მერკელმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერის აზრით, ცივი ომის დროსაც რუსეთი ძალიან სანდო ენერგომომმარაგებელი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ “ცვლილება მოიტანა”.
“რუსეთის ამ სასტიკმა თავდასხმამ ცვლილება მოიტანა. ეს გარდამტეხი მომენტია და ახალი მთავარობა, რა თქმა უნდა, ამას უნდა გაუმკლავდეს და ამას აკეთებს”, – აღნიშნა მერკელმა.