ფირალი მელქისედეკ გუნთაიშვილი

ადრე ფირალებზე ბევრი ისტორია მაქვს განაგონი, მათ შორის ერთი ფირალ მელქისედეკ გუნთაიშვილის მკვლელობის ეპიზოდს ეხება. გუნთაიშვილი ძალიან დიდხანს თითქმის 40 წელი ფირალობდა, ჯერ რუსეთის მეფის მთავრობას ებრძოდა მერე კომუნისტებს, ამ პერიოდში შედიოდა კატორღაც და მთავრობასთან შერიგების პერიოდებიც.
ეს ამბავი ასეთია – “ალაგეზე” რომ გადადიოდა ესროლეს ზურგში გუნთაიშვილს, მძიმედ დაჭრილი ალაგიდან გადავარდნილა, წაქცეულს ჯიბიდან ვაშლი ამოუღია და ძვლივს გაჭირვებით მაგრამ მაინც ჩაუკბიჩავს.
.
ადრე ხშირად ვფიქრობდი იმ სავარაუდო ვარიანტებზე რატომ და რისთვის გააკეთა 40 წელი კატორღაში, ტყეღრესა და დევნილობაში ნამყოფმა ფირალმა სიკვდილის წინ ეს ყველაფერი.
.
P.S – ეს ისტორია რამდენად სწორია ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საკითხში კარგად გათვითცნობიერებული ორი კაცის სხვადასხვა დროს მონაყოლი ნამდვილად არის, ამ ორიდან ერთის მონაყოლში “ალაგეზე” გადასვლა არ იყო ნახსენები. მეორე კი ექადიაზე ანუ “შემთხვევის” ადგილიდან ახლოს ცხოვრობდა.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share