რუსეთი ვერ აწარმოებს თანამედროვე რაკეტებს იმ ტემპით, რა ტემპითაც მას ხარჯავს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა 80-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მაგრამ მათი ნახევარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, უკრაინაზე მასიური დარტყმები მნიშვნელოვნად ანადგურებს რუსეთის მარაგებს.
„რუსეთის თავდაცვის მრეწველობას, ალბათ, არ შეუძლია თანამედროვე საბრძოლო მასალის წარმოება იმ ტემპით, რასაც რუსული არმია ხარჯავს უკრაინის ომში. ეს თავდასხმები მიუთითებს რუსეთის შორი მანძილის რაკეტების მარაგის შემდგომ გაუარესებაზე, რაც, სავარაუდოდ, შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, დაარტყან სასურველი რაოდენობის სამიზნეებს მომავალში“, – წერს დაზვერვა.