“დღეს ისეთი მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა რომ ქვეყნიდან გაყვანის გარდა სხვა გადაწყვეტილება არ რჩება”- ამ პასუხით გამოვიდა “ვივა მედიდან” გრიგოლ ვაშაძე.
“ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მესამე პრეზიდენტი არ ყოფილა, კვდება. სიმპტომების აღწერაც კი არ შემიძლია” – თქვა დღეს ექსპრეზიდენტის მეგობარმა.
არის ბევრად უარესად, ვიდრე იყო სექტემბერში. ვერ დადის, ფეხზე ადგომა როცა სჭირდება, რამდენიმე ბაბიჯს დამხმარე მოწყობილობით დგამს. სიმპტომების აღერა შეიძლება ხვალ დილამდე. არ მესმის რატომ უნდათ ამ ადამიანის სიკვდილი, ნამდვილად არ მესმის. ვის და რაში სჭირდებე ეს, ან ხელისუფლებას ან საქართველოს?! სამართლებრივი საკითხიც არ არის, სასაცილოა პოლიტიკური სარჩული, კვდება ადამიანი” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.