“ოცნება” ჩამოყალიბდა – დავით დარჩია მერობისთვის იბრძოლებს ღურჯუმელიძე საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის

“ქართულმა ოცნებამ” ადგილობვრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ოზურგეთის მიმართულებით ორ მაღალ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაასრულა.

როგორც “გურიის მოამბეს” მმართველი პარტიიდან არაოფიციალურად გვატყობინებენ სახელისუფლებო კანდიდატი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ოზურგეთის მერის პოსტზე დავით დარჩია იქნება, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ხელისუფლება მოქმედ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს წარადგენს.

ამის შესახებ ჩვენ ერთი თვის წინ ვწერდით, თუმცა ახლა გვიმტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – მეტიც დავით დარჩიას კანდიდატად წარდგენაში გადამწყვეტი როლი ბიძინა ივანიშვილის ჩარევამ ითამაშა, თორემ პარტია მერაბ ჭანუყვაძეზე აკეთებდა არჩევანს.

დავით დარჩია, ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი და  ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: