ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში – როგორია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის პოზიცია, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც დაასანქცირებს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან იმ დავასთან მიმართებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან აწარმოებს? – ამის გარკვევას “ტვ პირველი”ვიქტორ ყოფიანთან შეეცადა.
ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლო სანქციას “კრედიტ სვისთან” დავაზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება.
საერთოდ ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის იმ დავებთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ამიტომ ჩემგან კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება… (შესაძლო დასანქცირება) არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს…
(კრედიტ სვიუსთან) დავაში პრობლემები არათუ შეიქმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება გარკვეულ საკითხებში, რასაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში ვაცნობებთ.
ვერც უკრაინის მხრიდან ბატონი ივანიშვილის დასანქცირებაზე გავაკეთებ კომენტარს , მითუმეტეს ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე რომელიც თქვენ ახსენეთ.
ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ეს არის დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს (საქნციებს) დავებთან არანაირი შეხება არ აქვს”- თქვა ყიფიანმა.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.
სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.
newposts.ge