ბახველების ვალი ქუთათისის საყდრისადმი 1578 წლის მდგომარეობით

როგორც ირკვევა სოფელ ბახვის მეკომურები ქუთათისის საყდრის სამწყსოში შედიოდა, ამავე საყდრის დავთარში (“დავთარი ქუთათისის საყდრის გამოსავალი ბეგრისა” – 1578 წ.) შეტანილია ის მეკომურები, რომლებსაც საყდრის მიმართ შეუსრულებელი ბეგარა ემართათ.
.
საინტერესოა ის, რომ ყველა კომლს ბეგარის სახით გადასახდელი ჰქონდა პური, რაც იმაზე მეტყველებს რომ ბახვში ხორბალი მოყავდათ, ასევე საინტერესოა მეკომურთა გვარები და სახელები, რომლითაც შესაძლებელია გაირკვეს მე-16 საუკუნეში ბახვში გავრცელებული გვარები და იმ პერიოდისათვის გურიაში გავცელებული სახლები.
.
დავთარში მითითებულია შემდეგი ბეგარავალდებული ყმების გვარები: ანდღულაძეები, ბარამიძეები, ქიქოძეები, მახარაძეები, დოლიძეები, მჭედლიძეები, კაკასშვილები, პაპუტაძეები, მხალიძეები, აბრამიძეები, ჯინჭარაშვილები.
.
“დავთარი ქუთათისის საყდრის გამოსავალი ბეგრისა” ტექსტსის ნაწილი:
.
ბახვს
.
– მართებს ლომას და მის ძმებსა ანდღულაძეთა ჩითახური თორმეტი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებს ოქ როპირასა და მახარასა ანდღულაძესა ჩითახური თორმეტი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებს მამისმამას ანდღულაძესა ჩითარი ექუსი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებს ყიზიას ანდღულაძე.სა ჩითახური ხუთი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური, ოჩისა.
.
– მართებს მამისთვალასა ანდღულაძესა ჩითახური ხუთი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
– მართებს კაკალასა ანდღულაძესა ჩითახური ხუთი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებს ოზბეგს მჭედლიძესა ჩითახური ხუთი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყაო ხუთი, პური სამი, მეჯინიბობით სამსახური.
.
– მართებს დეისმამასა და უზუნასა მჭედლიძესა ჩითახური ცხრა, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებს კაკასშვილსა გიორგას ჩითახური ხუთი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
მართებს მამისბედასა მჭედლიძესა ჩითახური ოთხი და მეოთხედი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი. ფსომიარე ერთი, ღვნო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა.
.
– მართებსს ათანასას მახარაძესა ჩითახური ოთხი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა;
.
– მართებს მამიას პაპუტაძესა ჩიხათური ოთხი;
.
-მართებს ზაელას მახარაძესა ჩიხათური თორმეტი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა;
.
– მართებს ლომისკაცა მხალიძესა ჩიხითური ათი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღვინო საწყავი ხუთი, პური სამი და სამსახური ოჩისა;
.
– მართებს მამისთენა დოლიძესა ჩიხათური თხუთმეტი, საკლავი ერთი, ქათამი ერთი, ღომი ფსომიარე ერთი, ღვინო საწყავი ხუთი დ სამსახური ოჩისა;
.
– მართებს პატკანაურსა პარტახტსა მამისთენას აბრამიძესა და დოლიძესა ქაიმაროზს ჩიხითაური თხუთმეტი ნახევრისაი;
.
– მართებს ზაქარიას ჯინჭარაშვილსა ჩეთახური ოცი, პურის ჭამა და ცხენით სამსახური;
.
ესაა ჩამონათვალის ნაწილი, მთლიანობაში ბახველების ქუთათისის ეკლესის შეუსრულებელი ბეგარა შეადგენდა:
“ჩითახური ექუსას სამოცდა თხუთმეტი და ჩითახურის ნახევარი, მეხადილე კაცი შვიდი, საკლავი სამოცდა ორი, ქათამი სამოცდა ორი, პური გამომცხვარი ას ოთხმოცდა ექუსი, ღვინო საწყავი სამასდა(ა)თი, ღომი ფსომიარე სამოცდაორი.
.
ვისცა საკლავი მართებს, მან ასრე „უნდა ქნას: კუერცხი, ყველი და თევზი უნდა მოიტანოს.
.
ამ ბახველთა ვისცა ცხენით სამსახური არ მართებს, მას
სახლისა და ორჩის მუშაობა მართებს”.
.
ბახვის ეკლესია
(ჩითახური – წვრილი ფული)
შეიძლება იყოს მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share