პატარა თემურ წიკლაური დედასთან ერთად

ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრი თემურ წიკლაური 2021 წელს კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. მომღერალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა.

ქართული ესტრადის „არწივმა“ შთამომავლობას დაუტოვა  ლეგენდად ქცეული სიმღერები, სასცენო ნომრები…

შთამომავლობისთვის გადასაცემ ისტორიად და იქცა მისი ერთ-ერთი გამოსვლა კონცერტზე, როცა რამდენიმე დღით ადრე შვილი დაკრძალა.

მისი ბაზ-ბარიტონი ხმა, უნაკლო შესრულება შეუძლებელია ემოციის გარეშე ნახოს მაყურებელმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა უნიკალური ფოტო, რომელზეც პატარა თემურ წიკლაური დედასთან ერთად არის.

 

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share