ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ „რადიო თავისუფლებასთან“ იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ გაიარა, რაც საჯაროდ თქვა, რომ დეპრესიას ებრძვის.
„ეს არის ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით და შესაბამისად ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ვერბალიზება, მით უფრო იმ ადამიანების გასაგებად, რომელთაც ეს ყველაფერი არ გამოუცდიათ.. დეპრესიის ცუდი თვისება არის ის რომ გიტყუებს საკუთარ თავში ჭაობივით და რაღაცნაირად ისე თანაცხოვრობ მასთან, რომ გტანჯავს მაგრამ ვერ გაურბიხარ“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.