” მე ვარ ქვეყნიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აიყვანეს პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავენ”

” მე ვარ ქვეყნიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აიყვანეს პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავენ” – ეს სიტყვებიისმოდა დღეს ევროსაბჭოს რეგიონულ კონგრესზე სტრასბურგში, სადაც ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სიტყვით გამოვიდა . 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე თათია ნიკოლაშვილმა საქართველოს არაფორმარულ მმართველზე  ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ილაპარაკა:

”მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა ოფიციალურ კიევს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს უშენს ბომბებს.

ვარ იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანასაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ტერორისტულმა, ეგრედწოდებულმა არმიამ გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები, აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც მავთუხლრთებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე .

ვარ ქვეყნიდან რომლის ხელისუფლებამ ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს.

ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ხელდასმით ხელისუფლება.

ჩვენ, საქართველოს მოქალქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენ არ გვინდა გადაგვყლაპოს უკანასკნელმა იმპერიამ მის მსახურებთან ერთად.
გაიმარჯვებს უკრაინა და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო, გაიმარჯვებს ბოროტებაზე და იქნება მშვიდობა.  ჩვენ გვინდა ამ მშვიდობიანი, ცივილიზებული, გამარჯვებული სამყაროს, ხალხების ნაწილი ვიყოთ.
ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები” – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share