ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრში, მერიის და საკრებულოს წინ პარკის მშენებლობა წელიწადზე მეტია, გრძელდება, კაბელები და რკინები კი ხალხმრავალ ადგილას დაუდევრად ყრია. პოსტს ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან თათია ნიკოლაშვილი აქვეყნებს. ის ”ოცნების” ხელისუფლებას და პირადად არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს:
”ეს ის პარკია ოზურგეთში, პრემიერი ღარიბაშვილი რომ მოიწვია ბატონმა თალაკვაძემ გახსნაზე და მე რომ დამაკავეს. სახელდახელოდ ხარაჩოები რომ დადგეს მაშინ და დღემდე გადათხრილი რომ არის ყველაფერი.
არანაირი უსაფრთხოების ზომა დაცული არ არის.
პირდაპირ დენის კაბელები ყრია. იქ, სადაც უამრავი ბავშვი გადაადგილდება.
ფულის კეთება კარგად გამოსდით და ხალხს რომ უნდა ემსახურონ ეს ავიწყდებათ..
ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა ოზურგეთის პარკში, სადაც უამრავი ბავშვი გადაადგილდება. ოზურგეთის მერია კი მხოლოდ ფულის შოვნით არის დაკავებული სამწუხაროდ.” – წერს ნიკოლაშვილი.