ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავალიანი წლების განმავლობაში “ტაბულაზე” მუშაობდა.
დიმიტრი ავალიანი მანამდე იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში. დიმიტრი ავალიანი ასევე მუშაობდა ფაქტჩეკერსა და ჯემნნიუსში.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.