ყაზახეთში ყარაგანდას რაიონში მაღაროში აფეთქება მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 4 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღაროდან 160 მეშახტეა ევაკუირებული.
შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გამთენიისას, გაზის სადრენაჟო ჭების ბურღვისას გაჟონვა მოხდა.
“ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.