„პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმება….საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს“-ჯიმ რიში ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე

“ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების “მთავარი არხის” დირექტორის, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის”.ასე გამოეხმაურა,  ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share