დიდი ალბათობით, ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნები, დაკრძალვებში ბიუჯეტიდან ნაყიდი გვირგვინებით დადიან
“გურიის მოამბეს” მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3600 ლარის ყვავილი, გვირგვინი (აქ არ შედის აიპები და ა.შ.) და სახვა სამგლოვიარო ნივთები ბიუჯეტიდან შეიძინა.
ამისათვის მერიამ სხვადასხვა ინდ.მეწარმეებთან რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა.
ჩვენი ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ნაწილი იყო დანიშნულებისათვის, დანარჩენ შემტხვევებში კი მერია გვირგვინებსა და ყვავილებს პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ, ძირითადად ახლობელთა და ნაცნობთა დაბადების დღეებზე, ქორწილებზე, ქელეხებსა თუ პანაშვიდებზე.
გთავაზობთ ერთ ერთ მათგანს.