უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში მისი ცხედრის ჩამოსვენებას ოჯახთან ერთად მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და თანამებრძოლები ესწრებოდნენ.
38 წლის ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.