გურიაში განაგონი “ნაირ-ნაირი ფრთიანი ფრაზები”
.
“მაგის ხმაი მარტო არჩევნებში ვარგა” – ცუდად მღერის;
.
“როვარც იქნა მიადვა ფეხი-ფეხზე” – მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გარდაიცვალა;
.
“ბიჭსდოულაპარაკებელი და ხელწოუკარებელი ქალი” – პატიოსანი გასათხოვარი ან გაუთხოვარი ქალი;
.
“სიკტილი და კურო ერთად მიადგა” – მოხუცი ქალი გათხოვდა;
.
“ტყეში რომ დააბა, ბაწარს მეიპარავენ და მაგას დატიებენ” – უშნო ქალია;
.
“ვერ გეიგებ აია იი, თუ იია აი” – ისეთი ტყუპებია ერთმანეთისაგან, რომ ვერ გაარჩევ;
.
“საგარიო წარბი უჩვენა” – აგრძნობინა, რომ არ მოსწონს;
.
“მისი ბაღნები ეხვეწება მამაია ჩვენი თავი არ დეიფიცოო” – მატყუარა კაცია;
.
“უმწიფრობაში სიდამპლე შერეული კაცი” – ცუდი ახალგაზრდა;
.
“მის გასვენებაში თამადასაც აღარ უტიებს სათქმელს” – ცუდი კაცია;
.
“გეიქნია ყაბალახი” – ძველი დროის კაცი გარდაიცვალა;
.
“ჩემ ბაღანას დაცემით კი არ გასტკლეცია პირი” – ჩემს შვილსაც ჭამა უნდა;
.
“ამ ღვინოს ჭრაი არა აქ” – ამ ღვინოს გრადუსი არა აქვს;
.
“ჭიაყელას აბანავებს” – ანკესით თევზაობს;
.
“საშხუათაშორისოდ ვამბობ” – ისე უბრალოდ ვამბობ;
.
“იი ჰაიერის ქურდი რომაა” – დიდ ცხვირი რომ აქვს;
.
“კაი სამაჭრე ულვაში აქ” – სქელი და ფართე ულვაში აქვს;
.
“ჯიბიდან ფულის ამოღებას საცოხარი კბილის ამოღება ურჩევნია” – წუწკია;
.
“კაი მოწიფული ყვავის ხნისაა” – მოხუცია;
.
“ძაღლმა ფეხზე რომ უკბინოს ერი საათის მერე იყვირებს” – ზანტია;
კახა ჩავლეშვილი