„ღამის შოუს ბენდს“ ამჯერად 15 ათასი წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ჩაურიცხა

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა “იმედის” ღამის შოუს ბენდს 15 000 ლარი გადაუხადა.

“შემოდგომის წყალტუბობა” ყოველწლიური დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც 2022 წელს მუნიციპალიტეტს 56,567 ლარი დაუჯდა.თანხის უდიდესი ნაწილი, 25,167 ლარი, ღონისძიების სტუმრების მასპინძლობასა და სასტუმროში დაბინავებაზე დაიხარჯა.დღესასწაულს მუსიკალურად აფორმებდა ღამის შოუს ბენდი, რომელსაც მხოლოდ 2022 წელს ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი გადაუხადეს.” წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share