უკრაინის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა უკრაინის წინადადებები რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად. “ფორმულა” 10 პუნქტს მოიცავს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო ლიდერი სამშვიდობო ძალისხმევის კუთხით და ეს მსოფლიომ დაინახა და “რუსეთი იტყვის, რომ ვითომ უნდა ამ ომის დასრულება, საქმით დაამტკიცოს”.
“მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს. მშვიდობა უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს. და არსებობს გადაწყვეტილებების ნაკრები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მშვიდობის ნამდვილად გარანტირებისთვის”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, “უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები”.
უკრაინის “ფორმულაა”:
- რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება.
- სურსათის უვნებლობა.
- ენერგეტიკული უსაფრთხოება.
- ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება.
- გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა.
- რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა.
- სამართლიანობის აღდგენა.
- ანტიეკოციდი.
- ესკალაციის პრევენცია.
- ომის დასრულების დაფიქსირება.