მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და მისი ბიუჯეტი 1 150 000 ლარს შეადგენს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
მათივე ცნობით ასევე დაიწყო რთული საგზაო მონაკვეთების განახლება მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას და მოქალაქეებს, ყოველდღიურად დაზიანებული გზით სარგებლობა უწევთ.