ეს დაპირისპირება პირველი არ არის, თქვენი “დამსახურებაა”, რომ უპირისპირებთ ხალხს ერთმანეთს, ბოდიში მოიხადეთ, ხალხს მოუხადეთ ბოდიში ამის გამო – გურიის მაჟორიტარი დეპუტატისთვის ნათქვამი ამ ფრაზის შემდეგ დაპირისპირება მოხდა მაჟორიტარსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბესიკ ქათამაძეს შორის ბუკნარის ცენტრში, სადაც დღე ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენელთა შეხვედრაა დაგეგმილი. შელაპარაკების შემდეგ ბესიკ ქათამაძე პოლიციამ დაპირისპირების ადგილს გაარიდა. “არ დაგვიკავებია, გავარიდებთ ადგილს”, – განაცხადეს პოლიციელებმა.