„არ გეწყინოთ, მაგრამ ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე“ – გიორგი არველაძე

„ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე წერს.

,,ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ. მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს  მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.

ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა. და ამაზე არავინ ლაპარაკობს“, – წერს გიორგი არველაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share