„თვითდაზიანება კრიმინალებში არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ცდილობდა თვითდაზიანებით, რომ საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო, თვითდაზიანება კრიმინალებში არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა და არ ხდება ხოლმე პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაშიც არა მგონია, რომ სხვანაირად იყოს. მარტივად არის აქ საქმე, ყველაფერს აკვირდება შესაბამისი უწყება და უწყება მოქმედებს შესაბამისად მათ შორის პატიმრის უფლებების დასაცავად და პატიმრის უფლებები არის დაცული, სათანადო პირობებშია სააკაშვილი მთელი ამდენი თვე. რამდენი პატიმარი იცით, რომ ნაცვლად საპატიმრო დაწესებულებისა იმყოფება საავადმყოფოში? – თქვა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share