„რამდენიც არ უნდა გამაჩერონ, მაინც ვიტყვი იმიტომ, რომ…“ – რაზე საუბრობს გოგა ხაინდრავა

უამრავი სიკეთე გაგვიკეთა აშშ-მა, როცა გვიჭირდა 90-იან წლებში. ხორბლით დატვირთულ გემებს ველოდებოდით ამერიკიდან, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით. ჩვენ ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ, ერთგულები ვიყავით და ვიქნებით, მაგრამ ვიქნებით პარტნიორები და არა მონები, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„საკუთარი ქვეყნის ინტერესები როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, როგორ უნდა იყო დაბნელებული ამ რაღაც ფსევდოლიბერალიზმით, რომ ერთადერთი პროამერიკული ქვეყანაა რეგიონში საქართველო, სადაც მოსახლეობის 90% დაახლოებით 4-5 წლის წინ ცალსახად პროამერიკული განწყობის იყო, და რა უნდა გააკეთო იქ, რომ მე, გოგა ხაინდრავა, რომელიც ამერიკის შემყურე გავიზარდე და ჩემთვის ამერიკა იყო სიმბოლო, გიყურებდე და მრცხვენოდეს? მე ორჯერ ვიყავი მინისტრი და მქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ამერიკელებთან და, ზოგადად, უცხოელებთან. ვეუბნებოდი, რომ ათასი წელია რუსების გვერდზე ვცხოვრობთ და ჩვენ რომ ვიცნობთ მათ, ისე არავინ იცნობს, ამიტომ დაგვიჯერეთ ხანდახან. არა, მე ამერიკელი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. აგერ ვნახეთ, რაც იცით – ავღანეთში, ერაყში, ვიეტნამში, კამბოჯაში ვნახეთ. რამდენიც არ უნდა გამაჩერონ, მაინც ვიტყვი, იმიტომ, რომ ის ქვეყანა მიყვარს, უამრავი სიკეთე გაგვიკეთა აშშ-მა, როცა გვიჭირდა 90-იან წლებში. ხორბლით დატვირთულ გემებს ველოდებოდით ამერიკიდან, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით. ჩვენ ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ, ერთგულები ვიყავით და ვიქნებით, მაგრამ ვიქნებით პარტნიორები და არა მონები“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share