პრემიერი: 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება

“2023 წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები, ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი იყო. გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან კი ეს თანხა 200 ლარი გახდება. ანუ, თითო ბავშვზე დახმარების სახით 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია. ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share