“სიმპსონების” 10 “წინასწარმეტყველება”, რომელიც ახდა და მსოფლიო გააოგნა

ანიმაციური სერიალი The Simpsons (სიმპსონები) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია ბოლო ათწლეულების მანძილზე. 28 წლის განმავლობაში 29 სეზონისა და 600 სერიისგან შემდგარი ანიმაციის გმირებს– გამერს, ბარჯის, ლიზას, ბარტოსა და მეგის მსოფლიო ისე იცნობს, თითქოს ისინი ნამდვილად არსებობდნენ.

მთელი არსებობის მანძილზე სიმპსონებში გვესმოდა ის აქტუალური პრობლემები და მოვლენები, რაც ეპოქაში ხდებოდა და არ ხდებოდა, რომლებიც მოგვიანებით განიხილებოდა, როგორც ისტორიული ქრონიკა. ანიმაციის შემქმნელები კი ახალ სერიებში აკეთებდნენ ისეთ გაბედულ პროგნოზებს, რომლებიც ნამდვილად ახდა, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ მათ (შემქმნელებმა) რაღაც იციან!

მოდით ერთად გავიხსენოთ სიმპსონების ანიმაციიდან ის მოვლენები, რომლებიც რეალურად ახდა:

1. ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი

მე -11 სეზონის მე -17 სერიაში, რომელიც 2000 წელს გავიდა ეკრანებზე, ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი სახელდება, მის შემდეგ კი ლიზა სიმპსონი დაინიშნა პრეზიდენტად, რომელიც ცდილობდა ტრამპის მიერ დაცემული ქვეყნის აღმავლობას. 2017 წლის იანვარში ტრამპმა მართლაც მოიგო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

2. ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში

ხუთი წლის წინანდელ, ერთ–ერთ სერიაში კი, სადაც გამერ სიმპსონი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოდის, მორბენალ სტრიქონზე ჩანს წარწერა, რომელიც დღის ახალი ამბების მთავარი ნიუსი იყო– “უდიდესი კრიზისის გამო, ევროპა საბერძნეთს eBay–ზე ყიდის”.

სერიიდან სამი წლის შემდეგ კი საბერძნეთში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

3. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაზე გერმანიის გამარჯვება

2014 წლის ერთ–ერთ სერიაში საუბარია FIFA–ს კორუფციაზე და იმაზე, თუ როგორ იმარჯვებს ბრაზილიაზე გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში.

ექვსი თვის შემდეგ გერმანიამ მართლაც მოუგო ბრაზილიას თასი და ამ წარმატებით საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაცია კორუფციის სკანდალში გაეხვა.

4. ნეიმარის ტრავმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე

ნეიმარი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მისი ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს, სიმპსონებმა რატომღაც ოთხი თვით ადრე იწინასწარმეტყველეს.

5. აშშ–ს ეროვნული უშიშროების სააგენტო-ს ჯაშუშობა

სიმპსონების ერთ-ერთ სერიაში ნაჩვენებია, თუ როგორ უსმენს ამერიკის მთავრობა მოქალაქეთა ტელეფონებს.

ექვსი წლის შემდეგ ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტო ჩვეულებრივი მოქალაქეების საუბრებს მართლა ისმენს.

6. ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში

სიმპსონებში არამარტო ტრამპის პრეზიდენტობა, არამედ მისი საუდის არაბეთში ვიზიტი და ეგვიპტის პრეზიდენტთან და საუდის არაბეთის მეფესთან მეგობრული შეთანხმება იწინასწარმეტყველეს.

14 წლის შემდეგ ეს შეთანხმება შედგა!

7. ებოლას ვირუსი

1997 წლის ერთ–ერთ სერიაში მარჯი ბართის უკითხავს წიგნს “ცნობისმოყვარე ჯორჯი და ვირუსი ებოლა”, სადაც ამ ეპიდემიაზეა ამბავი. შვიდი წლის შემდეგ კი ვირუსმა მართლა მოიცვა მსოფლიო.

8. ნიუ–იორკის ტყუპ შენობებზე თავდასხმა

1997 წლის ერთ–ერთ სერიაში ჟურნალში დაბეჭდილმა ნიუ–იორკის ტყუპმა კოშკებმა, რიცხვმა 9–მ და დოლარის ნიშანმა გაშიფრა მოგვიანებით, სერიიდან ოთხი წლის შემდეგ 11 სექტემბერს ტყუპებზე მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმა.

9. ფერმის თამაში

სიმპსონებმა დაიწყეს ამის გაკეთება მაშინ, როდესაც რეალურად არ არსებობდა ასეთი თამაში. მე-9 სეზონის მე-12 სერიაში ბავშვები ვირტუალურად აწარმოებდნენ ფერმას. წლების შემდეგ კი მეტად აქტუალური გახდა ფერმის თამაშის სიმულირება ვირტუალურად.იმაგეიმაგე

10. თეთრი ვეფხვის თავდასხმა Roy Horn–ზე

1993 წლის ერთ–ერთ სერიაში სიმპსონებმა გვაჩვენეს, თუ როგორ ესხმის თავს ცნობილ მწვრთნელს– როი ჰორნის თეთრი ვეფხვი. ათი წლის შემდეგ ზიგფრიდსა და როის მართლა დაესხათ თავს თავიანთი თეთრი “ლომი”.

P.S.. როგორც ხედავთ, The Simpsons–ის შემქმნელებს არ ეშინოდათ პოლიტიკის, კულტურისა და რელიგიის თემებს ისე შეეხნენ. მათ გვაჩვენეს ამერიკელების გატაცება, უარყოფითი თვისებები, კონფლიქტი, სტერეოტიპები და კლიშეები. ამიტომ არ მიაჩნია ბევრს, რომ მათი სცენარის გარკვეული ნაწილი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share