“გული არ მტკენია… პრემიერმა ეგეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას” – ასე პასუხობს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
“მე გული არ მტკენია. რა გული უნდა მეტკინოს, არაფერზე არ მტკენია გული. უბრალოდ დიდი შეცდომა იყო და ქვეყნის პრემიერმა ეგეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას. სიტყვას უნდა მოფრთხილება… მე მაქვს იმედი, რომ როგორც აქამდე, ათასგზის, მოვახერხებთ აქედან ამოსვლას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი დხა თუ ჩვენ მოგვიწევს სიკვდილი, ეს სიკვდილი იქნება იმისთვის, რომ იცოცხლო საქართველომ, ჩემმა სამშობლომ ” – თქვა არჩილ ხოფერიამ ღარიბაშვილის საპასუხოდ.