ლანჩხუთისა და ავტობანის დამაკავშირებელ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სატვირთო ავტომობილის დაზიანების გამო შეფერხებულია

ქალაქ ლანჩხუთისა და ავტობანის დამაკავშირებელ ქუჩაზე ტრანსპორტის მუშაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.
სარკინიგზო გადასასვლელთან ერთ საათზე მეტია, გაჩერებულია სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თბილისის მიმართულებით 7 მსუბუქი ავტომობილი გადაჰყავდა. ამ დრომდე ცდილობენ ავტომობილის გამართვას, მაგრამ უშედეგოდ. ამინდისა და ადგილის გათვალისწინებით, ვერც ავტომობილის გზიდან გადაყვანა ხერხდება.
წყარო – გურია თუდეი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share