დემოკრატიობანა – დასავლეთის ბოლო მედროშე “ქართულმა ოცნებამ” სახლში გაუშვა

კახა კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პარლამენტში წარმოუდგენელი მასშტაბის და მნიშვნელობის საქმეებს აანონსებდა. უკვე დღეს ის ყოფილი სპიკერი და საერთოდაც ყოფილი დეპუტატია. ისეთივე გაურკვეველი განმარტებებით, როგორც ცოტა ხნის წინ გეგმები ჰქონდა, კახა კუჭავა სახლში წავიდა.

კუჭავას გამოელვება და ჩაქრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა დღეს ნამდვილად არაფორმალურად იმართება და ხალხის ნება, უმრავლესობის პოზიცია და პარლამენტის რეგლამენტი.

ეს ყველაფერი დემოკრატიობანას თამაშია ისევე როგორც კუჭავა იყო პროდასავლურობის იმიტაცია, ან ნიღაბი და ახლა ესეც კი ქართულ ოცნებას აღარ სჭირდება…პრემიერი – ვისი წაქეზებითაც პარლამენტის შენობიდან ორჯერ ჩამოიხეს ევროპის დროშა, დასავლეთს დღეს პირდაპირ თითს უქნევს და კრემლის რიტორიკით ემუქრება.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share