”რატომ იბრძვიან ქართველები რუსეთთან? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები, არ იყვნენ მოხუცები სარდაფებში მიტოვებულები და ა.შ. ამისთვის იბრძვიან ქართველები, ეს არის პირველი და შემდეგ არის მრავალი მიზეზი. ეს არის დღევანდელი მიზეზი, რაც შეიძლება ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათში მოხდეს, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკისა.”
თქვა გადაცემა კვირის ფორმულას ეთერში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულატ ხოფერიას მამამ არჩილ ხოფერიამ.