“ოცნების” წევრების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არ სჯერა ოცნებას “გამოყოფილ” მიხეილ ყაველაშვილსაც და ამბობს, რომ 3 თვეში წონაში დეპუტატებმაც დაიკლეს:
“ხვალ ესეთი დადგმა იქნება, რომ გული წაუვიდა, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს გამოვლენილი. ხაჭაპურიძის დღევანდელი ნათქვამიდან პირდაპირ შეიძლება, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა და ხვალ პროცესს მაინც შეეცდება, რომ ჩაერთოს.
ჩემი ორი პარლამენტარი არის, სამ თვეში ვერ იცნობთ ისე აქვთ დაკლებული – დიტო სამხარაძე და ბექა ოდიშარია” ამბობს ყაველაშვილი.
ვივა მედიდან გამოსულმა ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს გონების კარგვის ეპიზოდები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას, მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, პროცესს დისტანციურად, კლინიკად ჩაერთვება თავად მიხეილ სააკაშვილიც.