საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გადაღებული კადრები პოლიტიკურ პორნოგრაფიად მიაჩნია.
გიული ალასანიამ, მესამე პრეზიდენტი დღეს კლინიკა “ვივია მედში” მოინახულა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
“გავრცელებული კადრები ახლა ყველაზე აქტუალურია, როგორც შეამჩნიე ნუ ახლა თვითონ მას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია, რომელიც მან ნახა. სხვათა შორის იქ ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს იქ კადრში, იქ კადრში რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ის მე ვარ ნამდვილად, ვიცანი ჩემი თავი. მე, რომ ვნახე ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელია, უმადობა აქვს” – ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.
პენიტენციურის მიერ, კადრების გასაჯაროების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.