უნებართვოდ გასაჯაროებული კადრები და არაადამიანური მოპყრობის მორიგი ფაქტი – სააკაშვილის პასუხი ხელისუფლებას

“შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ ვერ გამტეხთ” – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მორიგ ფაქტს. მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მის განადგურებას ცდილობს და პოლიტიკურ პატიმარს იმაზე მეტი სისასტიკით ექცევა, ვიდრე ეს რუსეთში ხდება.

ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, რომელიც მხოლოდ სააკაშვილის დაუძლურებულ მდგომარეობას და ივანიშვილის კლანის არაადამიანურობას ადასტურებს, მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთ გადაწყვეტილებას იღებს – ის აღარ მიიღებს პენიტენციური სამსახურის შეთავაზებულ საკვებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს საკვები მისი მოწამვლის წყაროა.

ოჯახი, ადვოკატები, სახალხო დამცველი და მედიკოსები ყველა ერთხმად აპროტესტებს კადრების გამოქვეყნებას და მოქმედებას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ უფლებადამცველები საჩივარს შეიტანენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. უფრო მეტიც, მთავარ ეჭვმიტანილად იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელდება და ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი ბრეგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც კი მოითხოვს.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდა დღეს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელიც – კონსილიუმის წევრი მედიკოსებისთვის კი ვიდეომასალაში ნანახი მხოლოდ ადასტურებს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობას.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share