პრეზიდენტმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური დაიბადა 1945 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.

 

გამოცემული აქვს წიგნები:

წუთისოფლის სიმფონია (ლექსები), თბ. : შპს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ : [ნუგზარ ჭიაბერაშვილი], 2012 (შპს „გამომცემლობა გრიფონის“ სტ.)
100 ლექსი, თბ. : ინტელექტი, 2012[2]
მინდვრის ფსალმუნები (პოემა, ლექსები, წერილები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2008 — ISBN 978-9941-0-0747-7
აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა (ლექსები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2005 — ISBN 99940-0-590-1
იქ, მიღმა… (ლექსები), თბ. : ლომისი, 1998
საიდან მოველ, ვინა ვარ (ლექსები), თბ. : მერანი, 1985
წყალი საკალმახე (ლექსები), საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share