საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521-ს შეადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. სულ 109.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.