მკაცრი შეზღუდვებისა და გაძვირებული დენის, პროდუქტების, ლარის გაუფასურების ფონზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 3 ლარით გაიზარდა საარსებო მინიმუმიც და 192 ლარი გახდა. ეკონომიკური ექსპერტების გათვლებით, ისედაც ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტს ეს უფრო დიდ ტვირთად დააწვება. ისინი, ასევე, ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმი, რეალურად, უფრო მეტია.
“მთავრობას აქვს ეს მოტივაცია, რომ რეალურად, არ გაზარდოს საარსებო მინიმუმი, რადგან მერე ეს ბიუჯეტს აწვება, ამიტომ ცდილობს, რომ ბიუჯეტიდან ასიგნაციები სოციალურ ვალდებულებებზე, რაც შეიძლება, ნაკლები იყოს”, – ამბობს გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შეგახსენებთ, პროდუქტებზე ფასების ზრდა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, პირველადი მოხმარების საქონელზე და პროდუქციაზე ფასების ზრდა, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა საარსებო მინიმუმის გაზრდაც, ექსპერტებმა დაახლოებით ერთი თვის წინ იწინიასწარმეტყეველეს:
გაზმა – ფქვილი გააძვირა, ფქვილმა – პური, პური ყველაფერს გააძვირებს – ჯაჭვური რეაქცია დაწყებულია