ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამდეგი ახალი წელი საზოგადოებას ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მიულოცეს.
”ვულოცავ ყველას დამდეგ 2023 წელს. ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია ბავშვებისთვის. ვეცადეთ დღეს ლანჩხუთი კიდევ უფრო ლამაზი და ნათელი ყოფილიყო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ” – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიღბების თეატრის სპექტაკლი ,,მხიარული ჯამბაზები“, შემდეგ კი გიორგი ცხადაძის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.