ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო კონცერტები იმართება.
საახალწლო ღონისძიებას მაჩხვარეთისა და ქალაქის საბავშვო ბაღებში ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.
მინდა ყველა პატარას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული ჰქონოდეთ. ბედნიერ და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ- აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ლანჩხუთის მერიის ინიციატივით, ტრადიციულად, 1100 აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადაეცემა.