”დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი – ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტურია. მისი განმსაზღვრელი ვითარებაა და არა აქტორები. შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს ეს არ ესმოდეს. შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე (სააკაშვილის მიმართ პირად დამოკიდებულებამდე) დაჰყავდეს სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის, საზოგადოებრივი სიმშვიდის მხარეს დადგება თუ მასობრივი ფსიქოზის, ისტორიულად აუცილებელი გამოსავლის ავტორი იქნება თუ ისტორიის ტრაგიკული განვითარების. არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო. წინასაახალწლოდ და წინასაშობაოდ, მითუმეტეს. ასე, უბრალოდ, არ შეიძლება.”
მსგავსი სტატიები:
101 წლის ბაბუა ჩოხატაურიდან
” 2 საათია ვრეკავ 112 ში – დამცინის მორიგე “მანქანა არ გყავსო” – რატომ არ ემსახურება მძიმე პაციენტებს სასწრაფო?”
სააკაშვილის ჯანმრთელობა დღეს არის საქართველოს ჯანმრთელობა – ყუბანეიშვილი
”ანტივაქსერმა ღარიბაშვილმა ივანიშვილის ფავორიტი ორი ქალი მოინელა-გოცირიძე
“დაელოდეთ და ნახავთ”- შეცვლის თუ არა არჩილ თალაკვაძე ეკატერინე ტიკარაძეს
“ლანჩხუთის მერის ხელფასი თვეში 5060 ლარი იქნება, ამ დროს თქვენ საკვებს ვერ ყიდულობთ შვილებისთვის”
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, გვიწევს პროვოკაციების თავიდან აცილება – ირაკლი ღარიბაშვილი
”მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!..ძალიან მეტკინა, რაც ვნახე”
